საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 953 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 953 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 953 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.

ამასთან, 25 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 650 პაციენტი, გარდაიცვალა 46.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 48 090 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 35 647, „პისიარ“ ტესტით – 12 443.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,9%, ბოლო 14 დღის – 9,05%, ბოლო შვიდი დღის – 8,97%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 698 944 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 639 564 გამოჯანმრთელდა, 9 831 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 955 943 აცრა, დღიურად აცრილია 4 927.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 186 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 975 პირი.

დატოვე კომენტარი