საქართველოში კორონავირუსის 4 467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 790 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 4 467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 790 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 790 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 52 487 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 051, „პისიარ“ ტესტით –  21 436.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,51%, ბოლო 14 დღის – 8,94%, ბოლო შვიდი დღის – 9,09%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 688 804 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან  626 478 გამოჯანმრთელდა, 9 699 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა – 1 943 743 აცრა, დღიურად აცრილია – 5 469.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 925 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 993 პირი.

ამასთან, 22 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 507 პაციენტი, გარდაიცვალა 40 პაციენტი.

დატოვე კომენტარი