საქართველოში კორონავირუსის 4 445 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 508 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 4 445 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 508 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 445 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 508 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 77 პაციენტი.

stopcov.ge-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 782 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30 215, „პისიარ“ ტესტით – 20 567.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,75%, ბოლო 14 დღის – 10,02%, ბოლო შვიდი დღის – 10,06%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 775 826 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 708 820 გამოჯანმრთელდა, 10 816 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 032 939 აცრა, დღიურად აცრილია 7 103.

კარანტინის რეჟიმშია 55, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 856 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 324 პირი.

ამასთან, 11 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 563 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 744 პაციენტი, გარდაიცვალა 77.

დატოვე კომენტარი