საქართველოში კორონავირუსის 4 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 934 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 4 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 934 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 934 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.

ამასთან, მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 45 229 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 469, „პისიარ“ ტესტით – 18 760.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,36%, ბოლო 14 დღის – 7,65%, ბოლო შვიდი დღის – 8,35%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 432 903 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 390 827 გამოჯანმრთელდა, 5 948 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 542 639 ადამიანი, დღიურად აცრილია 16 852.

კარანტინის რეჟიმშია 46, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 200 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 297 პირი.

3 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 895 პაციენტი, გარდაიცვალა 34 ადამიანი.