საქართველოში კორონავირუსის 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 091 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 091 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 091 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 53 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 55 130 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 673, „პისიარ“ ტესტით – 21 457.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,67%, ბოლო 14 დღის – 8,31%, ბოლო შვიდი დღის – 7,96%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 875 806 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 817 963 გამოჯანმრთელდა, 12 519 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 264 582 აცრა, დღიურად აცრილია 11 943.

კარანტინის რეჟიმშია 39, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 371 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 189 პირი.

ამასთან, 7 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 042 პაციენტი, გარდაიცვალა 59.

დატოვე კომენტარი