საქართველოში კორონავირუსის 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 131 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 131 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 131 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 138 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 804, „პისიარ“ ტესტით – 2 334.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,69%, ბოლო 14 დღის – 1,82%, ბოლო შვიდი დღის – 1,53%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 651 969 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 631 846 გამოჯანმრთელდა, 16 779 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 867 451 აცრა, დღიურად აცრილია 1 304.

ამასთან, 11 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 281 პაციენტი, გარდაიცვალა ექვსი ადამიანი.