საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 808 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 808 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 808 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 14 074 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 102, „პისიარ“ ტესტით – 7 972.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,5%, ბოლო 14 დღის – 2,47%, ბოლო 7 დღის – 2,34%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 363 874 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 350 466 გამოჯანმრთელდა, 5 275 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 254 737 ადამიანი, დღიურად აცრილია 604.

კარანტინის რეჟიმშია 40, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 602 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 598 პირი.

ამასთან, 27 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 585 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 953 პაციენტი.