საქართველოში კორონავირუსის 341 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 445 პაციენტი

11:09, 09.04.2022

საქართველოში კორონავირუსის 341 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 445 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 438 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 357, „პისიარ“-ტესტით – 2 081.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,45%, ბოლო 14 დღის – 2,07%, ბოლო 7 დღის – 1,73%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 651 322 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 631 009 გამოჯანმრთელდა, 16 770 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 865 371 აცრა, დღიურად აცრილია 1 028.

6 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 577 პაციენტი, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

მსგავსი