საქართველოში კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 936 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 936 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 936 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 10 442 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 216, „პისიარ“ ტესტით – 5 226.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,98 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,61 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,3 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 354 276 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 340 328 გამოჯანმრთელდა, 5 060 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 207 470 ადამიანი, დღიურად აცრილია 728.

კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 175 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 596 პირი.

გუშინ, 13 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 522 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 074 პაციენტი.