საქართველოში კორონავირუსის 3 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 376 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 3 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 376 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 376 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 969 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 318, „პისიარ“ ტესტით – 12 651.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,96%, ბოლო 14 დღის – 8,62%, ბოლო შვიდი დღის – 9,64%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 447 913 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 400 616 გამოჯანმრთელდა, 6 084 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 626 343 ადამიანი, დღიურად აცრილია 19 355.

კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 511 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 533 პირი.

ამასთან, 7 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 735 პაციენტი.