საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 87 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 87 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 5 254 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 87 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 906-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 28 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 674 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 800-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.