საქართველოში კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 834 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 834 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 834 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 059 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 205, „პისიარ“ ტესტით – 5 854.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,35%, ბოლო 14 დღის – 2,45%, ბოლო 7 დღის – 2,62%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 359 141 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 345 582 გამოჯანმრთელდა, 5 175  კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 234 410 ადამიანი, დღიურად აცრილია 922.

კარანტინის რეჟიმშია 37, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 819 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 590 პირი.

გუშინ, 20 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 521 შემთხვევა გამოვლინდა, 911 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.