საქართველოში კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 9 555 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 9 555 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 9 555 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 44 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 84 658 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 59 912, „პისიარ“-ტესტით – 31 746.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 31,09%, ბოლო 14 დღის – 23,4%, ბოლო შვიდი დღის – 26,38%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 226 444 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 030 065 გამოჯანმრთელდა, 15 060 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 730 067 აცრა, დღიურად აცრილია 6 714.

კარანტინის რეჟიმშია 34, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 522 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 041 პირი.

ამასთან, პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 732 პაციენტი, გარდაიცვალა – 36.