საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 ადამიანი
საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ვებგვერდის განახლებული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 306 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი და განკურნებულთა რაოდენობა ჯამში 1085-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტია გარდაცვლილი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7635 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 334.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

დატოვე კომენტარი