საქართველოში კორონავირუსის 2 654 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 319 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 2 654 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 319 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 654 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 319 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 806 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 708, „პისიარ“ ტესტით – 14 098.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,34%, ბოლო 14 დღის – 6,95%, ბოლო შვიდი დღის – 7,57%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 422 188 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 384 712 გამოჯანმრთელდა, 5 853 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 495 381 ადამიანი, დღიურად აცრილია 13 792. კარანტინის რეჟიმშია 49, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 881 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 038 პირი.

გუშინ, 31 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 3 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 147 პაციენტი, 27 კი გარდაიცვალა.