საქართველოში კორონავირუსის 2 617 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 869 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 2 617 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 869 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 617 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 869 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 394 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 104, „პისიარ“ ტესტით – 20 290.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,03%, ბოლო 14 დღის – 5,55%, ბოლო შვიდი დღის – 6,15%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 400 698 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 371 434 გამოჯანმრთელდა, 5 665 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 398 454 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 673.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 963 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 564 პირი.

ამასთან, 23 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის ​2460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 082 პაციენტი, გარდაიცვალა 20 ადამიანი.