საქართველოში კორონავირუსის 2 061 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 654 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 2 061 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 654 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 061 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 654 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 204 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 631, „პისიარ“ ტესტით – 16 573.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6.6%, ბოლო 14 დღის –  5,66 %, ბოლო შვიდი დღის –  6,3 %.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 402 759  შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 373 088  გამოჯანმრთელდა, 5 688 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია –402 765 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 274. კარანტინის რეჟიმშია 71, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 069 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 697 პირი.

გუშინ, 24 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 2 617 შემთხვევა გამოვლინდა, 869 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ცხრა კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი