საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1104 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 912-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 936 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268.

დატოვე კომენტარი