საქართველოში კორონავირუსის 17 484 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 699 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 17 484 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 699 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 17 484 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 699 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 27 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 73 250 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 44 185, „პისიარ“-ტესტით – 29 065.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 23,87%, ბოლო 14 დღის – 16,51%, ბოლო შვიდი დღის – 20,58%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 110 168 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 981 531 გამოჯანმრთელდა, 14 840 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 686 220 აცრა, დღიურად აცრილია 8 630.

კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 714 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 080 პირი.

ამასთან, 26 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 087 პაციენტი, გარდაიცვალა 39.

დატოვე კომენტარი