საქართველოში კორონავირუსის 153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 237 პირი, არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 237 პირი, არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 237 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით არ გარდაიცვალა არც ერთი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 312 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 223, „პისიარ“ ტესტით – 2 089.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 0,69%, ბოლო 14 დღის – 1,01%, ბოლო შვიდი დღის – 0,87%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 655 098 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 637 037 გამოჯანმრთელდა, 16 807 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 882 075 აცრა, დღიურად აცრილია 1 110.

ამასთან, 29 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 280 პაციენტი, გარდაიცვალა ორი ადამიანი.