საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი

10:23, 21.08.2020

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 385 შემთხვევაა დადასტურებული.

განკურნებულთა რაოდენობა 20-ით გაიზარდა და ამჟამად 1 128-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 903 მოქალაქე.

მსგავსი