საქართველოში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 280 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 280 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 280 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 593 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 635, „პისიარ“ ტესტით – 1 958.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 0,6%, ბოლო 14 დღის – 1,04%, ბოლო შვიდი დღის – 0,94%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 945 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 636 800 გამოჯანმრთელდა, 16 807 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 880 821 აცრა, დღიურად აცრილია 1 124.

ამასთან, 28 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 332 პირი, გარდაიცვალა სამი ადამიანი.

დატოვე კომენტარი