საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა

10:53, 23.07.2020

საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1085 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 911-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5724 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.

მსგავსი