საქართველოში კორონავირუსის 1 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 477 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 477 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 477 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 068 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 613, „პისიარ“ ტესტით – 7 455.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,02%, ბოლო 14 დღის – 9%, ბოლო შვიდი დღის – 9,04%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 840 593 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 783 987 გამოჯანმრთელდა, 11 974 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 155 561 აცრა, დღიურად აცრილია 2 479.

კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 533 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 150 პირი.

ამასთან, 28 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 052 პაციენტი, გარდაიცვალა 56.

დატოვე კომენტარი