საქართველოში კორონავირუსის 1 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 144 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 1 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 144 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 1 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 144 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 180 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 324, პისიარტესტით – 13 856.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,41 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 5,51 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 6,59 პროცენტი.

ქვეყანაში სულ აცრილია – 51 600 ადამიანი, დღიურად აცრილია – 3 651.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 317 719 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 297 676 გამოჯანმრთელდა, 4 227 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 72, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 287 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 759 პირი.

ამასთან, 5 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 074 პაციენტი გამოჯანმრთელდა.