საქართველოში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 881 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 881 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ​38 936 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 881 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 22 691.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 22 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 307-ს შეადგენს.

ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 001 მოქალაქე,  თვითიზოლაციაში იმყოფება 30  467 პირი. ინფიცირებულთაგან 4 136 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 9 531 კი ბინაზე.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 906 პაციენტი.