საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 286 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 286 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 286 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 661 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 041, „პისიარ“ ტესტით – 10 620.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,01%, ბოლო 14 დღის – 7,68%, ბოლო შვიდი დღის – 7,68%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 423 843 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 386 998 გამოჯანმრთელდა, 5 876  კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 506 780 ადამიანი, დღიურად აცრილია 11 126.

კარანტინის რეჟიმშია 55, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 082 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 228 პირი.

ამასთან, პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 654 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 319 პაციენტი, გარდაიცვალა 33 ადამიანი.