საქართველოში კიდევ ორი მიწისძვრა დაფიქსირდა
საქართველოში კიდევ ორი მიწისძვრა დაფიქსირდა

საქართველოში კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა.

ბიძგები ამჯერად თბილისის დროით 09:18 საათზე და 09:47 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ამ შემთხვევაშიც სოფელ სამებასთან იყო.

მიწისძვრების სიძლიერემ, 3.1 და 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

მანამდე 4.8 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა 07:36 საათზე, ხოლო 4.5 მაგნიტუდის სიძლიერის – 09:10 საათზე. ორივე შემთხვევაში ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.