საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი ისევ სოფელ სამებასთან იყო
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი ისევ სოფელ სამებასთან იყო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 02:47 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 22 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო.

მიწისძვრის სიძლიერემ, სამი (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

საქართველოში ბოლო პერიოდში მიწისქვეშა ბიძგები რამდენჯერმე დაფიქსირდა და თითქმის ყველა მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. სიძლიერით ყველაზე დიდი მიწისძვრა 16 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა. მიწისძვრის სიძლიერემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.