საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს
საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს

დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში – თოვლი, ხოლო 3 იანვრიდან როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები უნალექო ამინდს ელოდებიან, – ამის შესახებ პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

„2 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო მაღალ მთაში – თოვლი. საღამოს გამოიდარებს, მაგრამ ღამის საათებში, ცალკეულ რაიონებში მაინც შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი. დასავლეთ საქართველოში მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა, დღეს თუ 6-11 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხვალ უკვე 17 გრადუსამდე უნდა მოიმატოს და ნალექიც შეწყდება.

აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა იქნება 7-12 გრადუსი.

4 იანვარს უნალექო ამინდი იქნება დასავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა 13-18 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოშიც უნალექო ამინდს ველოდებით, ტემპერატურა 7-12 გრადუსი იქნება. ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი.

5 იანვარს, დღის პირველ ნახევარში უნალექო ამინდი იქნება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ნალექია მოსალოდნელი“, – განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.