საქართველოში ხვალიდან 4 აგვისტომდე წვიმა, ზღვაზე კი სამბალიანი ღელვაა მოსალოდნელი
საქართველოში ხვალიდან 4 აგვისტომდე წვიმა, ზღვაზე კი სამბალიანი ღელვაა მოსალოდნელი

საქართველოში ხვალ დღის მეორე ნახევრიდან 4 აგვისტომდე დროგამოშვებით წვიმა არის მოსალოდნელი, მათ შორის, ზოგან ძლიერი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ასევე შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე ორ-სამ ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.