საქართველოში ხვალ წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი
საქართველოში ხვალ წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.

ამასთან, უწყების ცნობით, შესაძლებელია სეტყვისა და ქარის გაძლიერება.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.