საქართველოში კარანტინში მყოფთა რიცხვი 2 956-მდე გაიზარდა

11:28, 22.03.2020

საქართველოში კარანტინში მყოფთა რიცხვი 2 956-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ამასთან, დღეს 54-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვიც.

ამავე ვებგვერდზე უკვე აისახა კიდევ ორი პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაციაც – გამოჯანმრთელებულია სამი ადამიანი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 291 ადამიანი იმყოფება.

მსგავსი