საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1 925 ადამიანი იმყოფება

11:01, 20.03.2020

კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1 925 ადამიანი იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, ქვეყანაში კორონავირუსის 43 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაწერილია. კარანტინის რეჟიმში 1 925 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 271.

მსგავსი