საქართველოში ივლისში ფულადი გზავნილები რუსეთიდან შემცირდა, ევროკავშირის ქვეყნებიდან კი, გაიზარდა
საქართველოში ივლისში ფულადი გზავნილები რუსეთიდან შემცირდა, ევროკავშირის ქვეყნებიდან კი, გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 154.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7 პროცენტით მეტია 2018 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამასთან, ფულადი გზავნილები რუსეთიდან და თურქეთიდან შემცირდა, ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან და ისრაელიდან კი,  გაიზარდა.

რუსეთიდან საქართველოში მიმდინარე წლის ივლისში 38.98 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ივლისთან შედარებით 9.36 პროცენტით ნაკლებია.

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 59.05 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 21.79 პროცენტით აღემატება. მათ შორის, იტალიიდან გზავნილების მოცულობამ 20.87 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (26.48 პროცენტით მეტი), საბერძნეთიდან – 16.96 მილიონი აშშ დოლარი (13.33 პროცენტით მეტი), ესპანეთიდან – 4.52 მილიონი აშშ დოლარი (6.97 პროცენტით მეტი), გერმანიიდან – 4.36 მილიონი აშშ დოლარი (24.31 პროცენტით მეტი), პოლონეთიდან – 2.95 მილიონი აშშ დოლარი (64.92 პროცენტით მეტი).

ამასთან, ივლისში აშშ-დან საქართველოში 15.94 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა (6.74 პროცენტით მეტი), ისრაელიდან – 14.35 მილიონი აშშ დოლარი (7.3 პროცენტით მეტი), თურქეთიდან – 8.66 მილიონი აშშ დოლარი (14.77 პროცენტით ნაკლები).

დატოვე კომენტარი