საქართველოში ისრაელის საელჩო - საელჩო წუხს, რომ ელჩის სატელევიზიო ინტერვიუდან ზოგიერთი წინადადება კონტექსტიდან ამოიღეს და გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებისთვის
საქართველოში ისრაელის საელჩო - საელჩო წუხს, რომ ელჩის სატელევიზიო ინტერვიუდან ზოგიერთი წინადადება კონტექსტიდან ამოიღეს და გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებისთვის

საქართველოში ისრაელის საელჩო წუხს, რომ ელჩის, რან გიდორის სატელევიზიო ინტერვიუდან ზოგიერთი წინადადება კონტექსტიდან ამოიღეს და გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებისთვის, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს. საელჩო ეხმაურება „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასულ ინტერვიუს.

„ისრაელის საელჩო წუხს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ისრაელის ელჩის, რან გიდორის მიერ გუშინ მიცემული სატელევიზიო ინტერვიუდან ზოგიერთი წინადადება ამოიღეს კონტექსტიდან და გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებისთვის.

გადაცემის დროს ელჩმა ნათლად აღნიშნა, რომ ისრაელი არ იჭერს რომელიმე მხარეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში. ისრაელის საელჩო, საერთაშორისო საზოგადოების მსგავსად, გამოთქვამს იმედს, რომ უმოკლეს დროში მოხდება ამ კრიზისის დეესკალაცია და მშვიდობიანი დიალოგის გზით იმ კომპრომისის მოძებნა, რომელიც მისაღები იქნება ამ პროცესში ჩართული შესაბამისი მხარეებისთვის.

ისრაელი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას კეთილდღეობისა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ისრაელის საელჩოს განცხადება:

ისრაელის საელჩო წუხს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ისრაელის ელჩის რან გიდორის მიერ გუშინ…

Posted by Israel in Georgia on Wednesday, February 24, 2021