საქართველოში ისრაელის კონსული საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციას ეწვია, სადაც ჰოლოკოსტის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საქართველოში ისრაელის კონსული საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციას ეწვია, სადაც ჰოლოკოსტის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოში ისრაელის კონსული სმადარ ცემახ-რაცაბი დღეს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციას ეწვია, სადაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.

ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

მათი ცნობით, კონსულმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ამ ცერემონიალის ჩატარებისთვის.

დიპლომატმა ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის, რომ არ დაგვავიწყდეს ეს ადამიანური ტრაგედია და რომ დღევანდელი დღე სწორედ ამის დასტურია.