საქართველოში ირანის ელჩი - ირანსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე, ირანი ყოველთვის მხარს უჭერდა და პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
საქართველოში ირანის ელჩი - ირანსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე, ირანი ყოველთვის მხარს უჭერდა და პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ირანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე, ირანი ყოველთვის მხარს უჭერდა და პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მაჰმუდ ადიბმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩის თქმით, ირანი საქართველოს მხარს უჭერს არამხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, ეკონომიკური თვალსაზრისითაც საქართველოს ყოველთვის ეხმარებოდა.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი ცალსახად გამოხატული პოლიტიკაა ქვეყნების დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვემიჯნებით აგრესიას, ნებისმიერ ოკუპაციას და მხარს ვუჭერთ სახელმწიფოთა დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.

რაც შეეხება საქართველოს, ბუნებრივია, ირანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე, ირანი ყოველთვის მხარს უჭერდა და პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არამხოლოდ პოლიტიკური მდგენელით განისაზღვრება, ჩვენ ეკონომიკური თვალსაზრისითაც ყოველთვის კრიტიკულ სიტუაციაში გვერდით ვედექით, ვეხმარებოდით საქართველოს“, – განაცხადა საქართველოში ირანის ელჩმა.