საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ 17-21 ივლისს შესაძლოა, 39 გრადუსს გადააჭარბოს
საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ 17-21 ივლისს შესაძლოა, 39 გრადუსს გადააჭარბოს

საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ 17-21 ივლისს შესაძლოა, 39 გრადუსს გადააჭარბოს, – ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„17-20 ივლისს დასავლეთ, ხოლო 18-21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია, 39 გრადუსს გადააჭარბოს. მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.