საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს

სინოპტიკოსები დღეიდან ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ.

უნალექო ამინდები 28 მაისის ჩათვლით შენარჩუნდება. 29-30 მაისს ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით კლებაა მოსალოდნელი, 31 კი მაისიდან საქართველოს მასშტაბით კვლავ დათბება.

„უნალექო ამინდები დარჩება 28 მაისის ჩათვლით და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 26-27 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 27-32 გრადუსამდე გათბება.

ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატებაა მოსალოდნელი 28 მაისს – დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 31-33 გრადუსი, აღმოსავლეთით კი ჰაერი 28-31 გრადუსამდე გათბება.

29-ში, დღის პირველი ნახევარი უნალექოდ ჩაივლის, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან დღის ბოლომდე საქართველოში ამინდი კვლავ გაუარესდება, დღის ბოლოს მოსალოდნელია ზოგიერთ რეგიონში წვიმა, ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება.

ტემპერატურა ერთი-ორი გრადუსით დაიკლებს. ტემპერატურის დაკლება შენარჩუნდება 30 მაისსაც. 30 მაისს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და აღმოსავლეთ საქართველოში გაძლიერდება ქარი. მათ შორის, დედაქალაქშიც იქროლებს ძლიერი დასავლეთ მიმართულების ქარი.

31 მაისს გამოიდარებს, ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 31-32 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთში 28-დან 30 გრადუსამდე“, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ.