საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს

მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით ზოგან მცირე ნალექი იქნება, უმეტესად თოვლის სახით, დღე კი უნალექოდ ჩაივლის.

„ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -2, +3°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით 0, +5; მაღალმთაში ღამით -13, -8°, დღისით -5, 0°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი. ღამით დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -6, -1°, დღისით 0, +5°; მთაში ღამით -11, -6°, დღისით -5, 0°; მაღალმთაში ღამით -15, -10°, ზოგან -20°-მდე, დღისით -7, -2°.

თბილისში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ღამით ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით -3°, დღისით +3°.

კობი-გუდაური – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღისით აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით ღამით -20, -15°, დღისით -8, -3°“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 30 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ზოგან იქნება ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ.

„ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -1, +4°, დღისით +6, +11°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -9 -4°, დღისით -5, 0°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -6, -1°, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -11 , -6°, დღისით -2, +3°; მაღალმთაში ღამით -14, -9°, ზოგან -18°-მდე, დღისით -5, 0°. ზოგან -8°-მდე.

თბილისში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების
ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით -3°, დღისით +6°.

კობი-გუდაური – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით ღამით -20, -15°, დღისით -6, -1°“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.