საქართველოში ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს
საქართველოში ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

საქართველოში, პირველად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს.

კონფერენციაში მონაწილეობს 100-ზე მეტი ღვინის ეკონომისტი მთელი მსოფლიოდან, მათ შორის, აშშ-დან, გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, იაპონიიდან, უნგრეთიდან, საფრანგეთიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ნიდერლანდებიდან და იტალიიდან.

კონფერენციის მონაწილეები მსჯელობენ ღვინის ეკონომიკასა და ინდუსტრიაზე. კონფერენციის ფარგლებში, უცხოელი სპეციალისტები ღვინის სამშობლოში მეღვინეობის უნიკალურ პრაქტიკასა და ყურძნის ჯიშებს გაეცნობიან.

ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ სტორჩმენი, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ესწრებიან.

კონფერენცია დღეს გაიხსნა და 28 აგვისტოს დამთავრდება.