საქართველოში გერმანიის ელჩი - ვერ ვხედავ რაიმე სახის ზეწოლას ბიზნესგარემოზე
საქართველოში გერმანიის ელჩი - ვერ ვხედავ რაიმე სახის ზეწოლას ბიზნესგარემოზე

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰუბერტ ქნირი აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნესგარემოზე ვერ ხედავს რაიმე სახის ზეწოლას.

როგორც ელჩი აცხადებს, ესაუბრა გერმანელ ბიზნესმენებს, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოში ძალიან კარგი ბიზნესგარემოა.

„ბევრი ვესაუბრე ბიზნესმენებს, განსაკუთრებით გერმანელ ბიზნესმენებს, რომლებიც საქართველოში სპეციფიური მიმართულებებით მუშაობენ და აკეთებენ ბიზნესს. ისინი ამბობენ, რომ საქართველოში ძალიან კარგი ბიზნეს გარემო აქვთ, უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვესაუბრეთ მთავრობასაც და მე ვერ ვხედავ რაიმე სახის ზეწოლას ბიზნესგარემოზე“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირმა.