საქართველოში გერმანიის ელჩი – ოლაფ შოლცმა დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ოლაფ შოლცმა დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი წერს.
ელჩის თქმით, გერმანია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„გერმანიის კანცლერმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, სწრაფი და გაბედული რეფორმების საჭიროება მომდევნო კვირებში. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგების შესახებ საუბრისას აღინიშნა, რომ გერმანია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს ელჩი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცს 9 ივნისს ბერლინში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
@Bundeskanzler & @GharibashviliGe in #Berlin. @OlafScholz affirmed continued support for 🇬🇪 path to 🇪🇺, need swift & determined reform steps in next weeks. On security implications of #RussiaInvadedUkraine, 🇩🇪 unwavering support for 🇬🇪 sovereignty within intl recognized borders. pic.twitter.com/PjQBUYPdMn
— Peter Fischer (@Diplo_Peter) June 10, 2023