საქართველოში გერმანიის ელჩი აქციის ყველა მონაწილეს მოუწოდებს, არ მიმართონ ძალადობას
საქართველოში გერმანიის ელჩი აქციის ყველა მონაწილეს მოუწოდებს, არ მიმართონ ძალადობას

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ყველა მონაწილეს მოუწოდებს, დაიცვან სიმშვიდე, არ მიმართონ ძალადობას.

ჰუბერტ ქნირშის განცხადებას საქართველოში გერმანიის საელჩოს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

„ჩვენ დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს სიტუაციის დაძაბვას დღეს საღამოს საქართველოს პარლამენტის წინ. მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, დაიცვან სიმშვიდე, არ მიმართონ ძალადობას და ყველა საჭირო საკითხი დღის შუქზე განიხილონ“, – აცხადებს საქართველოში გერმანიის ელჩი.

ჰუბერტ ქნირში ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის შენობაში იმყოფება.