საქართველოში განათლების მეათე საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
საქართველოში განათლების მეათე საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

საქართველოში უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მეათე საერთაშორისო გამოფენა გაიმართება.  ღონისძიება „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გაიმართება.

გამოფენის ფარგლებში 12 სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილი იქნება 80-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივი უნივერსიტეტი და კოლეჯი, ასევე, უმაღლესი სასწავლებელი და პროფესიული განათლების დაწესებულება.

გამოფენის სტუდენტები განათლების მიღების შესაძლებლობებსა და სასწავლო პროგრამებს გაეცნობიან. ღონისძიებაზე წარდგენილი იქნება საგანმანათლებლო პროექტები, რასაც „საქართველოს ბანკი“ უკვე წლებია, ახორციელებს, ესენია: ფულბრაიტის, ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამები.

შარშან ბანკმა ახალი სასტიპენდიო პროგრამის Miami Ad School განხორციელებაც დაიწყო, რაც ახალი შესაძლებლობა იყო ქართველი სტუდენტებისთვის, სრული დაფინანსებით ისწავლონ Miami Ad School Europe-ში.

ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში გაიმართება თემატური პრეზენტაციები, ვორქშოპები და სემინარები.

ღონისძიების ფარგლებში ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობისთვის  საგანმანათლებლო ორგანიზაციები დაჯილდოვდებიან.

„საქართველოს ბანკი“ უკვე არაერთი წელია, მხარს უჭერს განათლებასა და საგანმანათლებლო პროექტებს.

„საქართველოს ბანკისთვის“ მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სტუდენტებს, მიიღონ განათლება საზღვარგარეთ, შეიძინონ ევროპული და დასავლური გამოცდილება, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი, ცოდნა და მიღებული გამოცდილება მოახმარონ საკუთარ კარიერულ წინსვლასა და განვითარებას“. – აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.