საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი თურქეთის მოქალაქეა
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი თურქეთის მოქალაქეა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი თურქეთის მოქალაქეა. ისინი სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან და ვირუსი ბათუმში დაუდგინდათ.

ინფიცირებულები თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

ბათუმის ლაბორატორიებში სულ 750 პირი გამოიკვლიეს და ვირუსი საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ დაუდასტურდა.

ბათუმის კოვიდცენტრში 18 ინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას.