საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 417 აჭარაში დაფიქსირდა
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 417 აჭარაში დაფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 417 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეისათვის რეგიონში კორონავირუსით 6 632 პაციენტია ინფიცირებული.

ბოლო 24 საათში გარდაცვლილია ცხრა პაციენტი. გარდაცვლილთა ასაკი 49-დან 85 წელია.

გარდაცვალების ორი შემთხვევა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაფიქსირდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა სამედიცინო ცენტრში, ერთი საერთაშორისო ჰოსპიტალში, ერთი ადამიანი დაიღუპა კლინიკა „მედინაში“, ერთი რეფერალურ ჰოსპიტალში, ერთი კლინიკა „მედცენტრში“ და ერთი – ქობულეთის სამედიცინო ცენტრში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 377 პაციენტი. სულ აჭარაში „კოვიდ-19“ დაამარცხა 15 536-მა პაციენტმა.