საქართველოში გაერო-ს ოფისი – მწუხარებას ვუცხადებთ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს, მედიათავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს
საქართველოში გაერო-ს ოფისი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ 11 ივლისს გარდაცვლილ „ტვ პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს. მედიათავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში დაცული უნდა იყოს“, – წერია საქართველოში გაერო-ს ოფისის გვერდზე.
🇺🇳Our deepest condolences to the family, friends and colleagues of Aleksandre Lashkarava, cameraman for @TvPirveli who passed away on 11 July. Media freedom and safety of journalists must be protected in Georgia.
— UN in Georgia (@ungeorgia) July 11, 2021
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.