საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა ნოემბერში 13.3 პროცენტით გაიზარდა
საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა ნოემბერში 13.3 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 151 მილიონი დოლარი (448.2 მილიონი ლარი) შეადგინა. ეს 13.3 პროცენტით (17.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე.

გზავნილების მოცულობით, 37.91 მილიონი დოლარით კვლავ რუსეთი ლიდერობს. ამასთან, თუ წინა თვეებში რუსეთიდან გზავნილების კლება ფიქსირდებოდა, ნოემბერში წლიურმა ზრდამ 0.32 პროცენტი შეადგინა.

გზავნილების ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის იტალიიდან (19.82 მლნ. დოლარი, +18.75%), საბერძნეთიდან (15.84 მლნ. დოლარი, +8.35%) და გერმანიიდან (4.55 მლნ. დოლარი, +27.08%).

პოზიტიური ტენდენციაა აშშ-დან (14.48 მლნ. დოლარი, +10.76%) და ისრაელიდან (13.75 მლნ. დოლარი, +5.57%).

ეროვნული ბანკის ცნობითვე, 2019 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.9 მილიონი დოლარი გადაიგზავნა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 11.1 პროცენტით მეტია.